четверг, 13 февраля 2014 г.

შეფასების კრიტერიუმები IV კლასისთვის



უშეცდომოდ წერს მცირე ზომის ტექსტებს. აზრი ლოგიკური და თანმიმდევრულია.იგებს მოსმენილ ტექსტს და უშეცდომოდ ასრულებს სავარჯიშოებს მასზე.
შეუძლია წინადადების წაკითხვა/გაგება და რაღაც ინფორმაციის მოძიება უშეცდომოდ.
ამოიცნობს, თუ კულტურის რა სფეროს ეკუთვნის ესა თუ ის ინფორმაცია, ახორციელებს პროექტებს.
შეცდომების რაოდენობა 0–3–ია.
მაღალი
საუბრისას იყენებს ნასწავლ ლექსიკურ მარაგს, შეუძლია აღწეროს ან ზეპირად თქვას რაიმე, თუმცა აქვს მცირე შეცდომებიც.
იგებს მოსმენილ ტექსტს და ასრულებს სავარჯიშოებს მასზე(მცირე ხარვეზებით).
წერს მცირე ზომის ტექსტებს. ძირითადად აზრი ლოგიკური და თანმიმდევრულია.
შეუძლია წინადადების წაკითხვა/გაგება და რაღაც ინფორმაციის მოძიება მცირე ხარვეზებით.
ახორციელებს პროექტებს.
შეცდომების რაოდენობა 4–6–ია.
საშუალოზე მაღალი
საუბრისას გამოყენებული ლექსიკური მარაგი საშუალო დონისაა, შეცდომები არ აფერხებს გაგებას.
იგებს მოსმენილი ტექსტის ძირითად აზრს, თუმცა ხარვეზები აქვს დეტალების გაგებაში.
წერს მცირე ზომის ტექსტებს. ხანდახან დარღვეულია ლოგიკური თანმიმდევრობა.
საშუალო დონეზე კითხულობს ტექსტს. უჭირს საჭირო ინფორმაციის მოძიება.
იშვიათად ახორციელებს პროექტებს.
დაშვებულია 7–9 შეცდომა.
საშუალო
საუბრისას იყენებს ძალიან მწირ ლექსიკას.შეცდომები აფერხებს გაგებას.
უჭირს მოსმენილი ტექსტის გაგება.შეცდომებია მოსასმენ სავარჯიშოებში.
უჭირს ტექსტის წერა,რომელიც ალოგიკურია და შეცდობა ართულებს გაგებას.
უჭირს კითხვა და ვერ იგებს წაკითხულს.
არ ახორციელებს პროექტებს.
დაშვებულია 10–12 შეცდომა.
საშუალოზე დაბალი
ამბობს ცალკეულ სიტყვებს დაუკავშირებლად.
ვერ იგებს მოსმენილ ტექსტს.
კითხულობს ძალიან ცუდად ან საერთოდ ვერ კითხულობს, დუმს.
ნაწერი სრულიად გაუგებარია.
დაშვებულია 12 შეცდომაზე მეტი.
დაბალი

შეფასების კრიტერიუმები III კლასისათვის


მოსწავლე უშეცდომოდ კითხულობს სიტყვებს და ტექსტში პოულობს საჭირო ინფორმაციას.
მოსწავლე ზუსტად წერს მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვებსა და ასოებს.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. უშეცდომოდ ამბობს ტექსტებს ზეპირად.
შეუძლია  ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, მისი შედარება მშობლიურთან.
დაშვებულია 0–3 შეცდომა.
მაღალი
მოსწავლე ისმენს და  ასრულებს მასწავლებლის მითითებებსა და სავარჯიშოს ინსტრუქციებს. ასევე  იგებს მინიდიალოგებსა და ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტებს, თუმცა აქვს მცირე ხარვეზები.
მოსწავლე  კითხულობს სიტყვებს და ტექსტში პოულობს საჭირო ინფორმაციას.
მოსწავლე  წერს მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვებსა და ასოებს.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. უშეცდომოდ ამბობს ტექსტებს ზეპირად.
ხშირად  ამოიცნობს ინფორმაციას კულტურის სფეროდან, ადარებს მას მშობლიურთან.
დაშვებულია 4–6 შეცდომა.
საშუალოზე მაღალი
მოსწავლე ისმენს და  ძირითადად ასრულებს მასწავლებლის მითითებებსა და სავარჯიშოს ინსტრუქციებს. ასევე  იგებს მინიდიალოგებსა და ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტებს, თუმცა აქვს ხარვეზები.
მოსწავლე  კითხულობს სიტყვებს და ტექსტში ხშირად პოულობს საჭირო ინფორმაციას.
მოსწავლე  წერს მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვებსა და ასოებს მცირე ხარვეზებით.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევებიამბობს ტექსტებს ზეპირად, თუმცა მაინც აქვს ხარვეზები.
იშვიათად ამოიცნობს ინფორმაციას კულტურის სფეროდან. დაშვებულია 7 –9 შეცდომა.
საშუალო
მოსწავლეს ხშირად არ ესმის  მასწავლებლის მითითებები და ვერ ასრულებს მათასევე უჭირს  ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტისა და  მინიდიალოგებს გაგება.
მოსწავლეს უჭირს კითხვა და ტექსტში ვერ  პოულობს საჭირო ინფორმაციას.
მოსწავლეს უჭირს  მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვებსა და ასოებს წერა.
უჭირს წარმოთქმა და გამომუშავებული არა აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
დაშვებულია 10–12 შეცდომა
საშუალოზე დაბალი
მოსწავლეს არ ესმის  მასწავლებლის მითითებები და ვერ ასრულებს მათასევე ვერ იგებს  ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტსა და  მინიდიალოგებს.
მოსწავლე ვერ კითხულობს.
მოსწავლეს ვერ წერს   მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვებსა და ასოებს.
გამომუშავებული არა აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
დაშვებულია 12 შეცდომაზე მეტი.
დაბალი