четверг, 13 февраля 2014 г.

შეფასების კრიტერიუმები IV კლასისთვის



უშეცდომოდ წერს მცირე ზომის ტექსტებს. აზრი ლოგიკური და თანმიმდევრულია.იგებს მოსმენილ ტექსტს და უშეცდომოდ ასრულებს სავარჯიშოებს მასზე.
შეუძლია წინადადების წაკითხვა/გაგება და რაღაც ინფორმაციის მოძიება უშეცდომოდ.
ამოიცნობს, თუ კულტურის რა სფეროს ეკუთვნის ესა თუ ის ინფორმაცია, ახორციელებს პროექტებს.
შეცდომების რაოდენობა 0–3–ია.
მაღალი
საუბრისას იყენებს ნასწავლ ლექსიკურ მარაგს, შეუძლია აღწეროს ან ზეპირად თქვას რაიმე, თუმცა აქვს მცირე შეცდომებიც.
იგებს მოსმენილ ტექსტს და ასრულებს სავარჯიშოებს მასზე(მცირე ხარვეზებით).
წერს მცირე ზომის ტექსტებს. ძირითადად აზრი ლოგიკური და თანმიმდევრულია.
შეუძლია წინადადების წაკითხვა/გაგება და რაღაც ინფორმაციის მოძიება მცირე ხარვეზებით.
ახორციელებს პროექტებს.
შეცდომების რაოდენობა 4–6–ია.
საშუალოზე მაღალი
საუბრისას გამოყენებული ლექსიკური მარაგი საშუალო დონისაა, შეცდომები არ აფერხებს გაგებას.
იგებს მოსმენილი ტექსტის ძირითად აზრს, თუმცა ხარვეზები აქვს დეტალების გაგებაში.
წერს მცირე ზომის ტექსტებს. ხანდახან დარღვეულია ლოგიკური თანმიმდევრობა.
საშუალო დონეზე კითხულობს ტექსტს. უჭირს საჭირო ინფორმაციის მოძიება.
იშვიათად ახორციელებს პროექტებს.
დაშვებულია 7–9 შეცდომა.
საშუალო
საუბრისას იყენებს ძალიან მწირ ლექსიკას.შეცდომები აფერხებს გაგებას.
უჭირს მოსმენილი ტექსტის გაგება.შეცდომებია მოსასმენ სავარჯიშოებში.
უჭირს ტექსტის წერა,რომელიც ალოგიკურია და შეცდობა ართულებს გაგებას.
უჭირს კითხვა და ვერ იგებს წაკითხულს.
არ ახორციელებს პროექტებს.
დაშვებულია 10–12 შეცდომა.
საშუალოზე დაბალი
ამბობს ცალკეულ სიტყვებს დაუკავშირებლად.
ვერ იგებს მოსმენილ ტექსტს.
კითხულობს ძალიან ცუდად ან საერთოდ ვერ კითხულობს, დუმს.
ნაწერი სრულიად გაუგებარია.
დაშვებულია 12 შეცდომაზე მეტი.
დაბალი

Комментариев нет:

Отправить комментарий